“ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება”- გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

23.01.2025
0
4
---
“ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება”- გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

მასზე თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება.

მისივე თქმით, თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.

“მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან. რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე”, – დაწერა გახარიამ.


მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!
საკვანძო სიტყვები:
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
:
:
E-Mail:
:
reload, if the code cannot be seen
:
ფონის არჩევა