“სიურპრიზი მინდოდა ოჯახისთვის გამეკეთებინა საქართველოში დავბრუნდი, სახლში მისულს ქმარმა და შვილებმა ისეთი რამ მითხრეს, ვინატრე მიწა გამისკდესთქო..”

21.01.2025
0
1 989
---
“სიურპრიზი მინდოდა ოჯახისთვის გამეკეთებინა საქართველოში დავბრუნდი, სახლში მისულს ქმარმა და შვილებმა ისეთი რამ მითხრეს, ვინატრე მიწა გამისკდესთქო..”

გადავფრინდი საქართველოში სახლში ტაქსით მივედი. ადრიანი დილაა მივეცი ზარი გაიღო კარები და ჩემი ქმრის შეშფოთებული მზერა და საოცარი ხმა. ხმა რომელიც ჭერს ჩამოანგრევდა..

-შენ რა გინდა აქ? მოგროვდნენ ოჯახის წევრებიც მაგრამ ყველას შეშფოთბული სახე. და ყველას შეძახილი.

-რა მოხდა რატომ ჩამოხვედი? მე დავიბენი და ვიფიქრე ეს მოულოდნელი სიხარულისგან მოუვიდათ თქო და გახარებულმა ვუთხარი.

-სულ დავბრუნდი შვილებო ..

-კი მაგრამ ჩვენთვის არ უნდა გეკითხა; იყო თუ არა ჯერ დრო შენი დაბრუნებისო? მეტს აღარაფერს დავწერ. საქართველოში და ოჯახში სამუდამოთ წასული ემიგრანტი დედა და ცოლი ერთ კვირაში ისევ იტალიაში დავბრუნდი… მაგრამ გაფრთხილებთ ემიგრანტო მშობლებო.

როცა ემიგრაციაში ხართ. შეცვალეთ ოჯახის წინაშე მიდგომა. არ ვიცი როგორ და რა დროს გვეცლება ოჯახი ხელიდან მაგრამ იცოდეთ.. ემიგრანტი დედა ემიგრანტი ცოლი და ახლობელი მხოლოდ ფულის ტომარაა.. და მხოლოდ თვის ბოლოს გასახსენებელი.

მოძებნეთ გზები შეინარჩუნოთ ოჯახები. მე მკვდარი, რომ მივესვენებინე ვინმეს (ალბათ სწორედ ასე მომიწევს) ის უფრო არ გაუკვირდებოდა ჩემებს, ვინემ ის რომ ცოცხალი მივედი”..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ფოტო პირობითია


მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!
საკვანძო სიტყვები:
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
:
:
E-Mail:
:
reload, if the code cannot be seen
:
ფონის არჩევა